3-10-2022
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ახლა უკვე უკრაინული ფრონტიდან შეუტიეს საქართველოს. ხელისუფლებისგან მოითხოვეს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა. მართალია, პირდაპირ ამ მოწოდებით აშშ-ს მაღალჩინოსნები არ გამოსულან, მაგრამ ის ფაქტი, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნების ასეთი პირდაპირი მოწოდებებისგან დისტანცირება არც აშშ-ს ელჩს და არც რომელიმე კონკრეტულ კონგრესმენს არ მოუხდენია, თავისთავად ყველაფრის მთქმელია - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია " ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვოს თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
მისი თქმით, ამერიკის ასეთი პოზიცია გვაჩვენებს, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის უპირველესია საკუთარი ინტერესები და არა ღირებულებები ან სხვა ქვეყნის ინტერესი. საქართველომაც პოლიტიკური კურსი უნდა განსაზღვროს, საკუთარი და არა სხვა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე "მეგობრობა ამერიკულად ანტიდემოკრატიულ სისტემაში გაზრდილ, თავისუფლებას მოწყურებულ საბჭოთა მოქალაქეებს ჩვენი მიზნების და ოცნებების იმედად, დემოკრატიისათვის მებრძოლი ერების მეგობრად ამერიკა გვეგულებოდა და მივისწრაფოდით მასთან მჭიდრო ურთიერთობისკენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა მრავალმხრივ გამეფებულ ქაოსში ( ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ სოციალურში) გახვეული აღმოჩნდა. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, აშშ თანდათან ზრდიდა ჩვენი ქვეყნის დახმარების ბიუჯეტს, გასცემდა სესხებს. ზოგ შემთხვევებში, შიმშილისგან ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზად ამერიკა რჩებოდა. მაშინ გულუბრყვილოდ გვჯეროდა, რომ ჩვენს მიმართ აშშ-ს მხოლოდ ჰუმანურ-კეთილშობილური მიზნები ამოძრავებდა.
დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის გზაზეც ფარად და მეოხად ისევ აშშ გვესახებოდა. მოაზროვნე ადამიანებს 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ სულ რამდენიმე თვე დასჭირდა იმისათვის, რომ ნაცების ხელისუფლების ანტიდემოკრატიული სახე დაენახა და იმედიანი თვალებით ისევ ამერიკისკენ გაეხედათ. პირველი მასშტაბური გაოცება ქართულ საზოგადოებაში ამერიკის პრეზიდენტმა გამოიწვია, რომელმაც სააკაშვილის სისხლიან და ავტორიტარულ მართველობას უტიფრად უწოდა "დემოკრატიის შუქურა".
ეს შეფასება დაედო საფუძვლად ქართველ ხალხსა და აშშ ს ნდობას შორის გაჩენილ ბზარს. ეს სიტყვები გახდა წამახალისებელი რეპრესიული რეჟიმისა და ისეთი ტოტალიტალური მმართველობისა, რომელიც სამაგალითოდ ქცეულ ფაშისტებსა და ბოლშევიკებსაც შეშურდებოდათ. ამაზე ჩვენი ამერიკელი "მეგობრები" თვალს ხუჭავდნენ და განაგრძობდნენ ნაცების ხოტბის შესხმას მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი აშშ-ს ინტერესების ორივე მთავარი მიმართულებით ყველა დავალებას მონური მორჩილებით ასრულებდნენ. პირველი მიმართულება იყო დიდი ოდენობით ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა აშშ-ს გლობალური ინტერესების სამხედრო ოპერაციებში. მეორე მიმართულებით,- საქართველო ჩამოაყალიბეს ისეთ უკიდურეს რუსოფობიურ ქვეყნად, რომელიც კავკასიაში ანტირუსული ოპერაციების მთავარ პლაცდარმად იქცა.-დაახლოებით ისეთად როგორებიც არიან ნატოს წევრი ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი. ნაცები ასევე ასრულებდნენ და დღესაც ასრულებენ სხვა დავალებებსაც, რომლის ჩამოთვლისგან, ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ. სააკაშვილი და მისი ხელისუფლება გრძნობდა რა ამერიკის უპირობო მხარდაჭერას, სულ უფრო და უფრო აუარესებდა მართვის ფორმებს,-დაიმონა სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია, ჯიბის ინსტიტუტად აქცია პარლამენტი, რომელიც კონსტიტუციაში 2-3 დღეში შეტანილი ცვლილებებით პირდაპირ არგებდა მას სააკაშვილის მოთხოვნებს.-დამყარდა ელიტარული კორუფცია, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები უზრუნველყოფდა ნაციონალების კლანურ მმართველობას. დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ მიდრეკილმა ქართულმა საზოგადოებამ 2012 წლის არჩევნებზე, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით შეძლო და ერთსულოვნად უარი უთხრა ნაცების ფაშისტურ რეჟიმს.
ამის მიუხედავად, ამერიკამ, რომელიც ნაცების მეგობარი აღმოჩნდა და არა საქართველოსი, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ნაცებს შეენარჩუნებინათ სიცოცხლისუნარიანობა. ამ მიზნით აიძულა მისი სატელიტი უკრაინის ხელისუფლება, დაესაქმებინა კრიმინალში მხილებული პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი გარემოცვის არაერთი წევრი, უკრაინის სერიოზულ და გავლენიან პოლიტიკურ თანამდებობებზე. ამერიკის მხარდაჭერის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებაში ნაცების დაბრუნების მრავალი პირდაპირი თუ ირიბი მცდელობა მარცხით დასრულდა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ახლა უკვე უკრაინული ფრონტიდან შეუტიეს საქართველოს. ხელისუფლებისგან მოითხოვეს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა. მართალია, პირდაპირ ამ მოწოდებით აშშ-ს მაღალჩინოსნები არ გამოსულან, მაგრამ ის ფაქტი, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნების ასეთი პირდაპირი მოწოდებებისგან დისტანცირება არც აშშ-ს ელჩს და არც რომელიმე კონკრეტულ კონგრესმენს არ მოუხდენია, თავისთავად ყველაფრის მთქმელია ამერიკის ასეთი პოზიცია გვაჩვენებს, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის უპირველესია საკუთარი ინტერესები და არა ღირებულებები ან სხვა ქვეყნის ინტერესი. საქართველომაც პოლიტიკური კურსი უნდა განსაზღვროს, საკუთარი და არა სხვა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეწერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024