4-10-2022
ჩვენი ხელისუფლება არის ჩართული და მაქსიმალურად მოტივირებული, რომ უმოკლეს ვადაში შესრულდეს 12-ვე რეკომენდაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადაჩვენი ხელისუფლება არის ჩართული და მაქსიმალურად მოტივირებული, რომ უმოკლეს ვადაში შესრულდეს 12-ვე რეკომენდაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა
მთავრობის მეთაურმა მოუწოდა ოპოზიციას, მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში.
„საქართველო შეასრულებს ამ 12-ვე რეკომენდაციას. ჩვენი ხელისუფლება არის ჩართული და მაქსიმალურად მოტივირებული, რომ უმოკლეს ვადაში შესრულდეს 12-ვე რეკომენდაცია. აქვე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ოპოზიციას, რომ მიიღონ მონაწილეობა სამუშაო ჯგუფებში, რომელიც არის პარლამენტში. მე ზეგ პრაღაში მონაწილეობას მივიღებ პრაღაში, ევროკავშირის ლიდერების სამიტი იმართება, სადაც მიწვეული ვართ პარტნიორი ქვეყნების მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაურები და იქაც იგივე გზავნილი მექნება, რომ ჩვენ ვართ აქტიურად ჩართულები ამ პროცესში, ვმონაწილეობთ, ყველა კარი არის ღია ყველა ოპოზიციური პარტიისთვის და ახლა მთავარია, რომ მათი ჩართულობაც უზრუნველვყოთ", - განაცხადა პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024