გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა Credit Suisse - ზე: ეს საქმე აბსოლუტურად პოლიტიკური პროცესია, ფულს უბრუნებდნენ, მაგრამ პირობას უყენებდნენ!

5-10-2022

უძნელეს ბრძოლას იგებს, თან მოწინააღმდეგესაც ხომ გააჩნია? საგულისხმოა ისიც, რომ ბანკმა ივანიშვილს პირველი დარტყმა 2008-2010 წლებში მიაყენა, იმის მაგივრად, რომ დამნაშავე თანამშრომელი გამოეაშკარავებინა, პირიქით, წაახალისა და წინსწრებით პროკურატურას მიმართა. ამის შემდეგ რაც მოხდა, აღარ გავაგრძელებ, მთელი დანაშაული პირადმა ბანკირმა აიღო თავის თავზე და სიცოცხლე თვითმკვლელობით (არ მჯერა) დაასრულა - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა იურიდიული ფირმა „MKD“-ის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზს.

 

„დარწმუნებული ვარ, ეს იქნება კიდევ ერთი გამარჯვება ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ! მართალია, 2023 წლამდე გადაწყვეტილება ხელმიუწვდომელია, მაგრამ მე მჯერა რომ საბოლოო გამარჯვება გარდაუვალია! ასეა როცა მართალი ხარ! უძნელესი ბრძოლას იგებს, თან მოწინააღმდეგესაც ხომ გააჩნია?

 

საგულისხმოა ისიც, რომ ბანკმა ივანიშვილს პირველი დარტყმა 2008-2010 წლებში მიაყენა, იმის მაგივრად, რომ დამნაშავე თანამშრომელი გამოეაშკარავებინა, პირიქით, წაახალისა და წინსწრებით პროკურატურას მიმართა. ამის შემდეგ რაც მოხდა, აღარ გავაგრძელებ, მთელი დანაშაული პირადმა ბანკირმა აიღო თავის თავზე და სიცოცხლე თვითმკვლელობით (არ მჯერა) დაასრულა. ყველაზე გასაოცარი კი ის არის, რომ ბანკის ახალი მენეჯმენტის წარმომადგენელმა ბოლო პროცესზე კორექტული პოზიცია დაიკავა და პრობლემის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტაზე, საქართველოში ჩამოსვლასა და ივანიშვილთან პირად შეხვედრაზე მზაობა გამოთქვა, რაც რამდენიმე დღეში შეცვალა, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი შეგნებულად ხდება კერძოდ ბანკის და ქვეყნის იმიჯის დასაზიანებლად. აბა რას დავაბრალოთ ის, რომ ივანიშვილის ქეისი 300-ჯერ გაჟღერდა ისეთ მედია საშუალებებში, როგორიცაა ბლუმბერგი, როიტერი და ა.შ. შვეიცარული პრესა კი დუმს. მე კითხვები აღარ მრჩება, ეს საქმე აბსოლუტურად პოლიტიკური პროცესია, ფულს უბრუნებდნენ, მაგრამ პირობას უყენებდნენ! ივანიშვილს ნაწილი თანხა ჩაერიცხა, მაგრამ არა მარტის თვიდან, "აღმოსავლეთ ევროპაში განვითარებული მოვლენების" გამო გაჩერებული თანხები, ამით კი ყველაფერი ნათელია. ჩვენი "კრიტიკული" მედია კი სდუმს, სდუმს იმიტომ რომ ხვდებიან ივანიშვილის ოლიგარქად წარმოჩენა ხუხულასავით ენგრევათ“ - წერს ფოჩხუა facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930