გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მაღრაძე: თუ ადამიანს ომში მონაწილეობა არ უნდა, გაიქცევა, სხვა რა გზა აქვს; რუსეთში დემოკრატია არასოდეს ყოფილა, მით უმეტეს ახლა, იქ ომის კანონები მოქმედებს

5-10-2022

,,საქართველოს არასდროს ჰქონია მშვიდი და უზრუნველი ცხოვრება, მაგრამ ახლა რისკები ყველა მხრიდან გაზრდილია. აზერბაიჯანი-სომხეთის მყიფე მშვიდობა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც საფრთხის შემცველია. ზოგადად კი, მთელი მსოფლიო შეიშალა. არც ისე დიდი ხნის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შუაგულ ევროპაში ომი დაიწყებოდა,’’ - ამის შესახებ მწერალმა დავით მაღრაძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან’’ ინტერვიუს დროს განაცხადა.

 

როგორც მწერალმა აღნიშნა, რეგიონში განვითარებული მოვლენები საქართველოს ზოგ შემთხევაში პირდაპირ ან ირიბად ეხება, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა საფრთხეები გაფილტრონ და შესაბამისად იმოქმედონ.

 

,,თუმცა ზოგი საფრთხე ირიბად გვეხება, ზოგიც პირდაპირ - ახლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ზემო ლარსის გზიდან რუსების უკონტროლო შემოდინება. იმედია, ქართული სახელმწიფო სამსახურები ამ პროცესს გაფილტრავენ და გააკონტროლებენ კიდეც, რათა სახელმწიფოს საზიანო სახე არ მიიღოს და მერე გვიანი არ იყოს. იმედი მაქვს, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ. გეოგრაფიას ვერც საქართველო შეიცვლის და ვერც რუსეთი. ტენდენციის მიხედვით, რასაც ვხედავთ, ქვეყნიდან ის ხალხი გარბის, ვისაც უკრაინის ომში მონაწილეობა არ სურს.

 

სიფრთხილე, კონტროლი და ფხიზლად ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ისტერიკაში გადაზრდილმა პანიკამ შეიძლება პრაგმატული განსჯის უნარი წაგვართვას. მათი შემოსვლა უნდა გააკონტროლონ იმ სამსახურებმა, ვისაც ეს ევალება და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობაც აიღოს. ქართული ტრადიციის თანახმად, სტუმარს, ტყვესა და სნეულს ეროვნებას არ ეკითხებიან, მაგრამ მანამდე, სანამ ეს პროცესები ქვეყნისთვის სახიფათო სახეს არ მიიღებს. მათი გადარჩენა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ არ უნდა მოხდეს. თუ ადამიანს ომში მონაწილეობა არ უნდა, გაიქცევა, სხვა რა გზა აქვს. რუსეთში დემოკრატია არასოდეს ყოფილა, მით უმეტეს ახლა, იქ ომის კანონები მოქმედებს. ამიტომ ნაწილი ცდილობს გადარჩეს, მაგრამ ეს საქართველოს ინტერესების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურებმა ზუსტად უნდა გაფილტრონ, ვინ რატომ, რა მიზნით და იდეით შემოდის ლარსის გზით საქართველოში. სიფრთხილესთან ერთად, ზომიერებაც არის საჭირო, ომს გამოქცეული ადამიანისთვის კარის ჩაკეტვა რომ არაჰუმანური საქციელია, გასაგებია, მაგრამ თანაგრძნობა განუკითხაობაში არ უნდა გადაიზაროს. რუსეთიდან წამოსულთა ნაკადმა იმ რაოდენობას არ უნდა გადააჭარბოს, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს დააზიანებს,’’ - განაცხად დავით მაღრაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930