12-07-2018
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციიის ვერტმფრენმა დღეს დილით, 08:30 საატზე, ავარიული დაშვება განიცადა მთა ანდარაზართან განლაგებულ სასაზღვრო პოსტ ,,ანდარაზართან“.
ბორტზე სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და ერთი საპატრულო დეპარატმენტის წარმომადგენელი იმყოფებოდა.
შსს-ს ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. ვერტმფრენის გაფრენა ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში როტაციის, სურსათით, საწვავ-საპოხი მასალებითა და მატერიალურ - ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა.
ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა.
18-12-2024