გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში და თანათავმჯდომარეობა გავუწიე ევროკავშირის მშვიდობიან და უსაფრთხო მომავალზე დისკუსიას

6-10-2022

საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ესტონელ კოლეგასთან ერთად თანათავმჯდომარეობა გაუწია ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის ფარგლებში გამართულ დისკუსიას "მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე".
 
მთავრობის მეთაური საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე წერს, რომ სამიტზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ერთიანი ევროპისთვის საქართველოს მნიშვნელოვანი როლი.
  
"მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში და თანათავმჯდომარეობა გავუწიე  ევროკავშირის მშვიდობიან და უსაფრთხო მომავალზე დისკუსიას ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად.  
 
ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი ერთიანი ევროპისთვის საქართველოს მნიშვნელოვან როლს.
 
ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვდგავართ არსებული გამოწვევების დასაძლევად" - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930