საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი დავით ასათიანი საქართველოში ჭარბვალიანობისა და ე.წ. მევახშეობის პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობს და ამ მხრივ, მაგალითად ევროპული ქვეყნები მოჰყავს.
მისი შეფასებით, ქვეყანაში ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე კაბალურ მდგომარეობაშია, რაც ნორმალური არ არის.
„კარგია, რომ მთავრობამ დაიწყო ამ თემაზე დისკუსია, გარკვეული კანონპროექტები და ინიციატივები უკვე არსებობს. ჩვენ მოვუწოდებთ, მეტი აქტიურობისაკენ და რადიკალური ცვლილებებისკენ. ევროპულ მოდელებში მევახშეობა არის, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური მოვლენა, რადგანაც როდესაც მევახშეობაში არის არაპროპორციულად მაღალი საპროცენტო განაკვეთები, რომელიც იწვევს ადამიანების მთლიან გაღარიბებას და რეალურად არანაირი კავშირი არ აქვს ეკონომიკურ სასესხო ურთიერთობების რეგულაციებთან, ამაზეა აქ საუბარი, რომ მევახშეობა გამოცხადდეს ამორალურ მოვლენად“, – განაცხადა ასათიანმა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა, ეს საკმარისი არ არის.
„საკანონმდებლო დონეზე არის უკვე გარკვეული წინადადებები მთავრობის მიერ წარდგენილი. კარგია, რომ მუშაობა დაწყებულია, თუმცა კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ეს არ არის საკმარისი სამართლებრივი მექანიზმები, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას უფრო რადიკალური და უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმისკენ, რათა მოხდეს იმ ბალანსის აღდგენა საკრედიტო დაწესებულებებსა და კერძო პირებს, მსესხებლებს შორის, რომელიც ცივილიზებულ ქვეყნებში უნდა არსებობდეს“, – განაცხადა ასათიანმა.
მისი თქმით, ადვოკატები ხშირად აწყდებიან შემთხვევებს, როცა ხშირად შეუძლებელია მსესხებლებისთვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა, რადგან უფლებრივი ბალანსი იმდენად არის გადახრილი საკრედიტო დაწესებულების სასარგებლოდ.
„მთელი ბოლო 10 წლის განმავლობაში იმდენად ხორციელდებოდა მხოლოდ საკრედიტო დაწესებულებების სასარგებლო ცვლილებების განხორციელება, რომ ეს ხალხი ფაქტიურად ამოვარდნილია ყველანაირი ეკონომიკური ცხოვრებიდან. როცა სისტემაში ერთი ჯგუფი ადამიანების ან ბიზნესების იღებს უდიდეს მოგებას, მაშინ როცა დიდი ნაწილი ადამიანებისა ღარიბდება, ეს ნიშნავს, რომ სისტემა არ მუშაობს, ხარვეზიანია და რადიკალური რეფორმები სჭირდება.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, დღეს ჭარბვალიანობასა და სასესხო-საკრედიტო რეგულაციებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელიც ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა გახსნა. შეხვედრაზე ასოციაციამ სასესხო-საკრედიტო საკითხებზე სამართლებრივი მექანიზმების დახვეწის მიზნით, წინადადებები წარადგინ