7-10-2022
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ პრაღის ფორმატი ახალი და მნიშვნელოვანი ინიციატივაა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ეს გამოყენებული უნდა იყოს, რათა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს, მოხდეს განხილვა, როგორ შეიძლება, ეს გაკეთდეს ევროკავშირის ლიდერებთან ერთად.
„საუკეთესო შესაძლებლობაა, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლები ერთად იკრიბებიან და მსგავს საკითხებზე მსჯელობენ. ყოველთვის გვსურდა, მონაწილე ვყოფილიყავით ამგვარი პროცესის და ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა საქართველოსთვის, რათა ქვეყნის პოზიციები იყოს გაჟღერებული და ჩვენი ხედვა გავაცნოთ პარტნიორებს, როგორ ვხედავთ ამ ინიციატივას და როგორ შეიძლება ეს გამოვიყენოთ საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
16-11-2024
16-11-2024