8-10-2022
,,სულაჟერი", ანტივირუსული მცენარეული პრეპარატის შექმნაზეც თუ ხმას ამოიღებდნენ და იწიკვინებდნენ ეს უ-სამშობლო ხალხი, მართლა ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ ამათ სიბოროტეს საზღვარი არ აქვს- ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია ფონდი „ქართუს“ განცხადებას.
ექსპერტი მადლობას უხდის ,,ქართუს" იმ უდიდესი პროექტისთვის, რომლის დასრულების შემდეგაც შეიძლება მსოფლიოში არა ერთი ადამიანის სიცოცხლე გახანგრძლივდეს და ქართველთა მიღწევები დიდი ოქროს ასოებით ჩაიწეროს ფარმაცევტულ ბაზაში.
„ყველა და ყველაფერი ეზიზღებათ ამ ოპო (ფეიკ) მედიის წარმომადგენლებს, რაც ქართულს და საქართველოს სიკეთეს შეეხება. რამდენი ოჯახი, რამდენი ეკლესია, რამდენი სტადიონი, რამდენი ძეგლი, რამდენი ვინ და რამ ჰყავს ,,ქართუს" გადარჩენილი ალბათ ჩამოთვლაც კი შეუძლებელია. კვლავ ახალი პროექტი, კვლავ უდიდესი მიღწევა, კვლავ მსოფლიო საოცრების ნაწილი, კვლავ ადამიანზე ზრუნვა და კვლავ ,,ქართუ" და მეორე მხარეს რა ხდება? ზიზღი, ტყუილი, გამოგონილი სცენარები და ფეხვეშ გათელვა იმისა, რამაც შეიძლება უამრავი ადამიანის სიცოცხლეც კი იხსნას.
,,სულაჟერი", ანტივირუსული მცენარეული პრეპარატის შექმნაზეც თუ ხმას ამოიღებდნენ და იწიკვინებდნენ ეს უ-სამშობლო ხალხი, მართლა ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ ამათ სიბოროტეს საზღვარი არ აქვს.
მთელი მსოფლიო ებრძოდა კოვიდ 19 -ს და ამ ბრძოლაში ყველაზე დიდი როლი და ფინანსები ივანიშვილმა შეიტანა და სწორედ ამის გამო ეს მანიაკები იყვნენ კოვიდის მხარეს, ეს ხომ სულ ცოტახნის წინ იყო? არა ნუ, რამდენჯერ მიფიქრია როგორ შეიძლება ადამიანებს სძულდეთ ყველაფერი რაც სიკეთესა და განვითარებასთან არის დაკავშირებული და პასუხს უბრალოდ ვერ ვპოულობ. კიდევ ერთხელ მადლობა ფონდ ,,ქართუს" იმ უდიდესი პროექტისთვის, რომლის დასრულების შემდეგაც შეიძლება მსოფლიოში არა ერთი ადამიანის სიცოცხლე გახანგრძლივდეს და ქართველთა მიღწევები დიდი ოქროს ასოებით ჩაიწეროს ფარმაცევტულ ბაზაში“- წერს ირაკლი ლატარია Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024