გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სერჟანტებმა სამეთაურო და სამეთაურო-საშტაბო კურსები დაასრულეს

10-10-2022

წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო და სერჟანტთა ძირითადი სამეთაურო კურსების გამოშვების ცერემონია გაიმართა. სერჟანტებს სწავლის დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ მიულოცა და წარმატებები უსურვა.


მსმენელებმა შეისწავლეს თავდაცვითი და თავდასხმითი ოპერაციები, სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესი, საბრძოლო მომზადების ორგანიზება და ქვედანაყოფის მართვის პროცედურები.


კურსდამთავრებულებმა აიმაღლეს სამხედრო პროფესიული ცოდნის დონე, რომელიც მათ კარიერულ განვითარებაში გამოადგებათ. ისინი საკუთარ ქვედანაყოფებში დაბრუნდებიან და მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ თავდაცვის ძალების განვითარებასა და სერჟანტთა კორპუსის გაძლიერებაში.


სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსი 28 კვირის, ხოლო სერჟანტთა ძირითადი სამეთაურო კურსი 18 კვირის განმავლობაში კოჯორში, სერჟანტთა
აკადემიისა და კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისის“ ბაზებზე მიმდინარეობდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930