გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Conde Nast Traveller: საქართველოს დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპის მოდის ავანგარდშია

13-10-2022

გავლენიანი სამოგზაურო ჟურნალი  Conde Nast Traveller მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს.  ჟურნალისტმა კრის შალქმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურა და მკითხველს საქართველოში მიღებული შთაბეჭდილება გაუზიარა.


“კლუბური სცენებით ბერლინის კონკურენტია, მოდის სამყაროში აღმავალი პროფილი აქვს, საქართველოს დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპის მოდის ავანგარდშია“,-წერს კრის შალქი თბილისის შესახებ. სტატიაში ქართველი დიზაინერები, მათი მაღაზიები, პროდუქცია, მინანქარი, ხალიჩები, ანტიკვარული ნივთები, სამკაულები და ეროვნული ტანისამოსია აღწერილი. სტატიაში ჟურნალისტი მკითხველს ურჩევს თბილისში მოგზაურობისას სად დარჩეს, სად იკვებოს, ასევე სად შეიძინოს სუვენირები.


„დედაენის ბაღში, თბილისის ცენტრში, მშრალ ხიდზე ბაზრობაა მოწყობილი. კომუნისტური მმართველობის დაშლის შემდეგ აქ 90-იანი წლებიდან ხალხმა საოჯახო, მემკვიდრეობით მიღებული ნივთები გამოიტანა გასაყიდად. აქ თქვენ ნახავთ სუვენირებს, ხიზილალის ქილებით დაწყებული იშვიათი აზერბაიჯანული მონეტებით გაგრძელებული.  აქ არის დეკორატიული ხანჯლები, ფაიფურის ჭურჭელი. შაბათ-კვირას აქაურობა ყველაზე ცოცხალია“,-წერს ჟურნალისტი. სტატიაში აღწერილია ქართული ტრადიციული კერძები და ბაზარი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930