გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი კაკაურიძე ალეკო ელისაშვილს: დემაგოგიური განცხადებები ნამდვილადაა ის, რატომ იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი და პასუხი უნდა მიიღოთ ამაზე - იზრდება, იმიტომ, რომ 500 მლნ ლარით იზრდება პენსიები

13-10-2022

დემაგოგიური განცხადებები ნამდვილადაა ის, რატომ იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი და პასუხი უნდა მიიღოთ ამაზე - იზრდება, იმიტომ, რომ 500 მლნ ლარით იზრდება პენსიები, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ დეპუტატ ალეკო ელისაშვილის მიერ, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.


„დიდი სიამოვნებით ვიმსჯელებ ბატონო ალეკო თქვენთან. განვიხილოთ ნებისმიერი ხარჯი, რომელიც ბიუჯეტშია გაწეული. მე ნამდვილად მომხრე ვარ, რომ ყველა არაეფექტურობა აღმოიფხვრას, მათ შორის, თქვენი და პარლამენტის ნებისმიერი წევრის ჩართულობით. შევხედოთ ბიუჯეტს, როგორც უსაფრთხოების კუთხით, ასევე, ეკონომიკის კუთხით და სოციალური მიმართულებით. კი ბატონო, შეიძლება ხვალ გადავწყვიტოთ და მაგალითად, რთველი საერთოდ არ დავაფინანსოთ, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პროგრამა რომ არა, ძალიან დიდი სოციალური პრობლემები იქნებოდა კახეთში. ვიმსჯელოთ ნებისმიერი ხარჯის ამოღებაზე და იმ შედეგებზეც, რაც მოჰყვება ამ ხარჯის ამოღებას. საბოლოო ჯამში, ბიუჯეტი მთავრობას შემოაქვს, მაგრამ პარლამენტი ამტკიცებს ამ ბიუჯეტს. თუ ის რისკები მატერიალიზდება, რაზეც საუბრობთ, რაც ჩვენს რეგიონში მუდმივადაა, უნდა გავაჩეროთ ყველაფერი. არავინ ხელფასი არ უნდა აიღოს და ყველაფერი მოვახმაროთ ქვეყნის გადარჩენას. არ იქნება სწორი, რომ ყველაფერი გავაჩეროთ და რისკების გვეშინოდეს. ეს რისკები არსებობს, მზადყოფნა უნდა გვქონდეს, თუმცა ინფრასტრუქტურას მოვაკლოთო - წყალი არ აქვს ბევრ ქალაქს, აღარ გავაკეთოთ არაფერი? შეიძლება, რომ წყლის პროექტი არ დავიწყოთ და გამოთავისუფლდება 50 მლნ, მაგრამ ეს სურათს არ შეცვლის. როცა ვამბობთ, რომ 3-4-ჯერ მეტი დაფინანსება უნდა იყოს, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა უნდა გადაეწყოს, მოვაკლოთ ყველაფერს ყველაფერი, გავზარდოთ გადასახადები. თუ ეკონომიკა არ განვითარდება, ნუ განვითარდება, არაუშავს და შეიძლება მივიდეთ იქამდე, რომ დასაცავი არაფერი გვქონდეს. არაადეკვატურობა იქნებოდა ის, რომ არაფერი გაგვეკეთებინა და ეს ფული თავდაცვაზე გადაგვეტანა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930