გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე მაჭავარიანი: გამოთავისუფლებული რესურსი ინფრასტრუქტურული პროექტებისკენ მიიმართება

13-07-2018

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მიმდინარე ხარჯებში გამოთავისუფლებული რესურსი, მაქსიმალურად მიიმართება ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, თუმცა მისი თქმით, მნიშვნელოვანია, სწორი ეკონომიკური და სოციალური შეფასებით ხდებოდეს დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება პროექტებზე გაწეული დანახარჯების ეფექტურობა.


„ჩვენ ვაპირებთ სამინისტროში შეიქმნას, კომისიის ან კომიტეტის მსგავსი ერთეული, რომელშიც სხვადასხვა დეპარტამენტებიდან პროფესიონალები გაერთიანდებიან და საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტებს სხვა სამინისტროდანაც მიიწვევენ. ეს ერთეული შეაფასებს მსხვილი პროექტების მიზანშეწონილობას, რაც ეფექტიანობის კონცეფციის ქვეშაა" - განცხადა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, პროექტების მიზანშეწონილობის შეფასება მთავრობის ეფექტურ მუშაობას ხელს შეუწყობს.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031