გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: 56 ხმით 600-კაციან ასამბლეაში შეაპარეს რაღაც ცვლილება, სადაც მოხსენიებულია მიხეილ სააკაშვილი

15-10-2022

56 ხმით 600-კაციან ასამბლეაში შეაპარეს რაღაც ცვლილება, სადაც მოხსენიებულია მიხეილ სააკაშვილი, ეს არის ზოგადად სამწუხარო მოვლენა, თუმცა არაფერი გვიკვირს მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა რამდენიმე თვის წინ 300-ზე მეტი ხმით მიიღო სრულიად უსამართლო რეზოლუცია – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

კობახიძის თქმით, არის ერთი უსამართლო ჩანაწერი, რომელიც მოხვდა PACE-ს რეზოლუციაში. მთავარია, პარტნიორებმა იციან, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის და ყველა პირობაა შექმნილი სამედიცინო მომსახურებისთვის, დანარჩენი კი პოლიტიკური სპეკულაციებია.

 

„ხუთშაბათი დღე ყველამ იცის, რომ ეს არის პასიური დღე ასამბლეის მუშაობაში. 56 ხმით 600-კაციან ასამბლეაში შეაპარეს რაღაც ცვლილება, სადაც მოხსენიებულია მიხეილ სააკაშვილი. ეს არის ზოგადად სამწუხარო მოვლენა, თუმცა არაფერი გვიკვირს ჩვენ მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა 300-ზე მეტი ხმით მიიღო სრულიად უსამართლო რეზოლუცია რამდენიმე თვის წინ. არაფერი განსაკუთრებული.

 

არის ერთი უსამართლო ჩანაწერი, რომელიც მოხვდა PACE-ს რეზოლუციაში. მთავარია, რომ პარტნიორებმა იციან ყველაფერი ამ საქმის შესახებ. იციან, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ყველა პირობა არის შექმნილი სამედიცინო მომსახურებისთვის. დანარჩენი არის პოლიტიკური სპეკულაციები“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კითხვაზე- უკრაინამ შესაძლოა, მოითხოვოს სააკაშვილის გადაცემა, რადგან ამაზე იყო განცხადებები, როგორი იქნება ოფიციალური თბილისის პასუხი, კობახიძემ განაცხადა: „მხარდამჭერების უმრავლესობა, ანუ 56 დეპუტატი მხარს უჭერდა ამ რეზოლუციას. მათი ძალიან დიდი ნაწილი იყო სწორედ უკრაინული დეპუტაცია, რაც განსაკუთებით სამწუხარო და გულსატკენია. თქვენ იცით, რომ ჩვენ აბსოლუტურად ყველა ფორმატში, პოლიტიკურად მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, ვგმობთ რუსეთის აგრესიას. როდესაც ამ ფონზე, მათი მხრიდან ასეთი უსამართლო ჩანაწერების მხარდაჭერა ხდება, ეს არის ძალიან გულსატკენი და ძალიან სამწუხარო, ეს შემიძლია ვთქვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930