გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა არეშიძე: საპრეზიდენტო კანდიდატობის შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი უკონკურენტო იქნება

13-07-2018

„იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, მაშინ „ქართული ოცნების“ შანსი არჩევნების მოგების - იქნება ძალიან დიდი"-ეს განცხადება ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გააკეთა.


მისი თქმით, არც ერთ მის კონკურენტს არავითარი შანსი არ ექნება.


"თუმცა არ ვიცი ეს ინფორმაცია შეესაბამებება თუ არა სიმართლეს, რადგან მე რამდენადაც ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს, ის კომფორტულად გრძნობს თავს პარტიის თავჯდომარის პოსტზე და არ მგონია რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან არ უყვარს საჯარო პოლიტიკაში ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს შეზღუდული უფლებამოსილება აქვს, ის არის ფიგურა, რომელიც ქვეყანას საზღვარგარეთ წარმოადგენს და ვფიქრობ, ამ უფლებამოსილების შესრულება ბიძინა ივანიშვილს მაინც და მაინც არ უნდა, თუ არ იქნება გარემოებები, რომელიც მას აიძულებს ამ ნაბიჯის გადადგას. ერთადერთი, შესაძლოა ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია იყოს ისეთი, რომ მას სთხოვონ თვითონ აიღოს პასუხისმგებლობა ამ მნიშვნელოვან პოსტზე, რომელიც საგარეო პოლიტიკას უკავშირდება. სხვა რამე გარემოებას ვერ ვხედავ“ - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031