17-10-2022
„აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა. მისი მსვლელობისას განვიხილეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპასთან დაახლოების პროცესი. ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის დღის წესრიგი, რომელიც ევროკავშირს ამ ქვეყნებთან აქვს. ესაა ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, ისე თვით ევროკავშირისთვის," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჩეხეთის ქალაქ პრაღაში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
ბიზნეს ფორუმზე საუბარი წარიმართა საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე ევროკავშირში და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. ვიცე-პრემიერმა ბიზნეს ფორუმზე აღინიშნა, რომ საქართველომ უკვე შეასრულა ბევრი ვალდებულება ევროინტეგრაციის მხრივ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში. გარდა ამისა, ვიცე-პრემიერის განცხადებით, მიმდინარე წელს საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცესთან მიერთებასა და ევრო გადახდების ერთიან სისტემაში ინტეგრაციაზე. მსგავსი ნაბიჯები ჩვენ გვაახლოებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან.
დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ძალიან პოზიტიურად შეფასდება და ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024