18-10-2022
ის რისხვა, რომელიც დაატყდა თავს, რომ გადავახვიე – რამდენჯერმე ვნახე, რომ რესპონდენტმა, ამ შემთხვევაში ამილახვარმა არ იცის ზუსტად ინფორმაცია და მიიჩნევს, რომ ბავშვები სადღაც შეიპარნენ და ვფიქრობ, ისიც კი არ იცის, რომ ბავშვი არის გარდაცვლილი, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რითაც გიორგი ამილახვრის მიერ ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა.
როგორც ჩარკვიანი აცხადებს, გიორგი ამილახვარს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია.
„ამ ტრაგედიის დროს მოვისმინე ბატონი ამილახვრის განცხადება და ობიექტურობა მოითხოვს, ვთქვა. უცებ რომ მოვისმინე, ძალიან ცუდად გავხდი, არ მომეწონა და მერე დავიწყე გადახვევა და ვერ გავივლი ისე, რომ არ ვთქვა. აშკარად მივხვდი, რომ რესპონდენტს, დროში იყო ცდომილება, და მას არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია მიღებული. ადამიანები ვართ, ასეთი რაღაც ხდება, მე არავის ,,გაპრავებით,, რომ არ ვარ დაკავებული და, მით უმეტეს, „ოცნების“ რომელიმე წარმომადგენლის, ეს ალბათ ძალიან კარგად იცით, მაგრამ ადამიანურად ის რისხვა, რომელიც დაატყდა თავს, რომ გადავახვიე რამდენჯერმე ვნახე, რომ რესპონდენტმა, ამ შემთხვევაში ამილახვარმა არ იცის ზუსტად ინფორმაცია და თვლის, რომ ბავშვები სადღაც შეიპარნენ და ვფიქრობ ისიც კი არ იცის, რომ ბავშვი არის გარდაცვლილი, მე რამდენადაც გავარჩიე ასე იყო. ამას ნუ ჩამითვლით „გაპრავებაში“, მინდა, რომ ერთი ქართველი გადავარჩინო“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
16-11-2024
16-11-2024