გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ძალიან ბევრმა იცის, რომ სააკაშვილი იყო პუტინის მთავარი მოკავშირე საქართველოში, საქმეები და დარღვევები, რაც მან და მისმა გუნდმა ჩაიდინა, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედიოდა

18-10-2022

,,სინამდვილეში, ძალიან ბევრმა იცის, რომ სააკაშვილი არ არის პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე, მისი მთავარი მოკავშირე გახლდათ საქართველოში, წლების განმავლობაში. საქმეები და დარღვევები, რაც მან ჩაიდინა და მისმა გუნდმა, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედიოდა. შესაბამისად, რა განცხადებებიც კეთება, არასწორია,’’ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველო რეზოლუციის პირვანდელ ვერსიას მხარს უჭერდა, თუმცა, სააკაშვილის ფაქტორის შემოტანამ, ტოქსიური ზეგავლენა მოახდინა რეზოლუციაზე და ძალიან ბევრმა ადამიანმა მხარი არ დაუჭირა.

 

„საქართველოს დელეგაციამ, უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციის თავდაპირველ ვერსიას, პოლიტიკურ კომიტეტის სხდომაზე, მხარი დაუჭირა. რა თქმა უნდა, ჩვენ იქ მოცემულ თითოეულ წინადადებას მხარს ვუჭერთ. ბევრად წონიანი რეზოლუციები იყო, რომელსაც საქართველომ მხარი დაუჭირა. ამიტომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას და ვერ დადგება საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

 

რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ნაციონალურმა მოძრაობამ, ზუსტად ეს არის ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა და საქართველოს საერთაშორისო იმიჯი, რაზეც, ზუსტად ამ გათვლით, მათ დააინიცირეს და შემოიტანეს ეს ცვლილება.

 

ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე დეპუტატისა და სააკაშვილთან პირადად, სუბიექტურად დაკავშირებული პოლიტიკოსის გაკეთებული. ამ რეზოლუციაზე საუბრის დროს, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს აქვთ სხვადასხვა მოტივები. ერთს უნდა, რომ თავისი რუსული შემოსავლები გადაფაროს. მეორეს უნდა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმატებებს მიაყენოს ჩრდილი. მესამეს უნდა თავი მოიწონოს სააკაშვილის წინაშე. სინამდვილეში, ის, რა კომენტარებსაც ვუსმენდით, არის სიცრუე.

 

სამწუხაროა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ გადაწყვეტილებაზე, როგორიც უკრაინის მხარდაჭერაა, სადაც ევროპის საბჭოს ყველა წევრი ქვეყანა ვიყავით ერთ მუშტად შეკრული. პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე სრული მხარდაჭერა ქონდა ამ რეზოლუციას. სამწუხაროა, რომ სააკაშვილის საკითხის ხელოვნურად შემოტანის შემდეგ, ამან ძალიან ტოქსიური ზეგავლენა მოახდინა რეზოლუციაზე, გაიყო მოსაზრებები და ძალიან ბევრი ადამიანი ევროპის საბჭოში არ ეთანხმება იმ ჩანაწერს, რომელიც იყო გაკეთებული,’’ - განაცხადა თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930