გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით: წელს ეს კანონპროექტი არ განიხილება, თუ დავინახავთ ოპოზიციის მზაობას, სავარაუდოდ, მომავალ წელს, ან 2024 წელს მივუბრუნდებით

18-10-2022

,,ეს არ არის 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილი, აქედან გამომდინარე, არავითარი ვალდებულება არ არსებობს,’’ - ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებს თუ არა ,,ქართული ოცნება’’ საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტის მიღებას.

 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, თუ დაინახავენ ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციის ხარისხის შემცირებისთვის მზაობას, შესაძლოა, მიუბრუნდნენ კანონპროექტის განხილვას, ან მომავალ წელს, ან 2024 წელს.

 

,,ეს არ არის 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილი, აქედან გამომდინარე, არავითარი ვალდებულება არ არსებობს. ჩვენ ვთქვით, რომ წელს ეს კანონპროექტი არ განიხილება, თუ დავინახავთ ოპოზიციის მხრიდან მზაობას, რომ შეამცირონ პოლარიზაციის ხარისხი, ჩვენ, სავარაუდოდ მივუბრუნდებით ან მომავალ წელს, ან 2024 წელს ამ საკითხის განხილვას. მანამდე ეს საკითხი არ განიხილება,’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930