გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ის ეკონომიკური მოდელი, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, ქვეყანაში ინკლუზიურ ზრდას არ უზრუნველყოფს

13-07-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის სექტორში სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებაზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა.
მისი განცხადებით, ეკონომიკური მოდელი, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ინკლუზიურ ზრდას არ უზრუნველყოფს.
„კიდევ ერთი საკითხი გახლავთ ძირეული და ინოვაციური რეფორმების გატარება. თქვენ იცით ჩემი პოზიცია, რომ ის ეკონომიკური მოდელი, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო, არ უზრუნველყოფს ქვეყანაში ინკლუზიურ ზრდას. მასში არის ისეთი სექტორები, სადაც არ იყო სამართლიანი თამაშის წესები, რომელმაც მნიშვნელოვანი ბარიერები შექმნა ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის და ჩვენ ამას აუცილებლად აღმოვფხვრით და ახალ სტიმულს მივცემთ საქართელოში ინკლუზიური ზრდის მიღებას“- განაცხადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031