13-07-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მცირე მთავრობის კონცეფციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მცირე მთავრობის კონცეფციის მიზანი დაანონსებული რეფორმების რაც შეიძლება მოკლე ვადებში განხორციელებაა.
„ერთ-ერთი მიმართულება ჩვენი რეფორმების გახლავთ მცირე მთავრობის კონცეფცია, რომლის მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენ მიერ დაანონსებული რეფორმები რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადაში გავატაროთ. მმართველობითი აპარატები გავხადოთ უფრო ეფექტური და შედეგებზე ორიენტირებული. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ უფრო შევამცირეთ სამინისტროების რაოდენობა და დღეს ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი 10 სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი აპარატი. ამასთან ერთად აღნიშნული რეფორმა გულისხმობს ინსტიტუციური კონტროლის გაძლიერებას სახელმწიფო უწყებებზე, მათ შორის ანტიკორუფციული მიმართულებით“- განაცხადა ბახტაძემ.
19-12-2024
18-12-2024