გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტარიელ ნაკაიძე: რეკომენდაციების მე-11 პუნქტთან დაკავშირებით ჩემი ჩამოყალიბებული აზრი არ მაქვს, იმიტომ რომ ამ დღეებში სხვა საქმეებით ვიყავი დაკავებული

20-10-2022

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრი, დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ რეკომენდაციების მე-11 პუნქტთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული აზრი არ აქვს. ასე უპასუხა მან კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი კანონპროექტს „რეფორმების ჯგუფის“ არცერთმა წარმომადგენელმა.


„ამ ეტაპზე ამ კანონპროექტთან დაკავშირებით მე ჩემი ჩამოყალიბებული აზრი არ მაქვს, იმიტომ რომ ამ დღეებში სხვა საქმეებით ვიყავი დაკავებული. „რეფორმების ჯგუფთან“ დაკავშირებით ჯგუფის ხელმძღვანელს უნდა ჰკითხოთ და ის გაგცემთ პასუხს. ზოგადად, მე ვთვლი, რომ 12 რეკომენდაცია, რომელიც უნდა შევასრულოთ, რათა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.


პარლამენტმა, 101 ხმით, ევრორეკომენდაციების მე-11 პუნქტის შესრულებას მხარი დაუჭირა, თუმცა მხარდამჭერებს შორის, „რეფორმების ჯგუფის“ არცერთი წევრი არ აღმოჩნდა. ცვლილება, რომელიც საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონში შედის, უზენაეს და სააპელაციო სასამართლოებში სტრასბურგის გადაწყვეტილებების პროაქტიულ გამოყენებას ეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930