გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: აქამდე მხოლოდ რუსეთს ჰქონდა სანქციები დაწესებული ჩვენთვის დღეს კი მათ უკრაინაც შეუერთდა, მიზეზი კი ისაა, რომ რუსეთს მეორე ფრონტი არ გავუხსენით

20-10-2022

ჩვენს ქვეყანას მტერი არასოდეს აკლდა, გარედან თუ შიგნიდან, მაგრამ დღეს უკრაინის ოფიციალურ პირებს უნდა „მივულოცო“ საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი მტრული ნაბიჯის გადადგმა - დიახ, აქამდე მხოლოდ რუსეთს ჰქონდა სანქციები დაწესებული ჩვენთვის დღეს კი მათ უკრაინაც შეუერთდა! -ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ბიძინა ივანიშვილის ნათესავების წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს.

 

„ამ ჩვენს ქვეყანას მტერი არასოდეს აკლდა, გარედან თუ შიგნიდან, მაგრამ დღეს უკრაინის ოფიციალურ პირებს უნდა „მივულოცო“ საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი მტრული ნაბიჯის გადადგმა -დიახ, აქამდე მხოლოდ რუსეთს ჰქონდა სანქციები დაწესებული ჩვენთვის დღეს კი მათ უკრაინაც შეუერთდა! მიზეზი, კი ისაა, რომ რუსეთს მეორე ფრონტი არ გავუხსენით, და ჩვენი საჯიშე გოგო-ბიჭები მიწაში არ ჩავაწვინეთ!

 

ისე, უბრალო შეუიარაღებელი თვალით თუ დავაკვირდებით, თბილისშიც და ბათუმშიც ქუჩაშიც თუ კაფე-ბარებსა და რესტორნებშიც ბევრი რუსი და უკრაინელი ვხედავთ ერთმანეთთან მოჟღურტულე თუ ტკბილად მოსაუბრეს (თან ვერ გაარჩევ ვინ ვინაა, რუსულად საუბრობენ!). კიდევ მთავრი დეტალი, ეს რუსები თუ უკრაინელები რესტორანში თუ ქუჩებში მოხეტიალეები, თითქმის ყველა იმ ასაკისაა, წესით ფრონტის ხაზზე, რომ ავტომატი უნდა ეჭიროს ხელში!

 

დავუშვათ რუსები პუტინს გამოექცნენ, ეს ჯან-ღონით სავსე უკრაინელები ვის გამოექცნენ: ზელენსკის, დანილოვს, არესტოვიჩს, არახამიას თუ საქართველოს ნაციონალური მოძრაობის უკრაინული ფილიალის წარმომადგენლებს?! მანამდე არ აგიდგათ, გვერდები სანამ საქართველო ან ქართველები სანქციებით ან სხვა რამით შეაშინოთ და ვიდრე ჩვენ თქვენს გამო ომში ჩავერთვებით!“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930