გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ახალი ეკონომიკური მოდელი საშუალებას მოგვცემს, ქვეყანაში არსებულ სიღარიბესა და ჭარბვალიანობას გავუმკლავდეთ

13-07-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ახალ ეკონომიკურ მოდელზე ისაუბრა.
მისი თქმით, საჭიროა ქვეყანაში ისეთი ეკონომიკური მოდელი დაინერგოს, რომელიც სიღარიბესა და ჭარბვალანობასთან გამკლავების საშუალებას შექმნის.
„ჩვენი ამოცანა გახლავთ ის, რომ სწორედ ახალი რეფორმებით ჩვენ შევქმნათ ისეთი ეკონომიკური მოდელი, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავუმკლავდეთ მთავარ ეკონომიკურ გამოწვევას საქართველოში, ესაა სიღარიბე, ჭარბვალიანობა და რაც მთავარია, სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში.
ამ სამი კვირის განმავლობაში, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გავაკეთეთ ამის დემონსტრირება. ამის მაგალითი გახლავთ ის, რომ მთავრობის სხდომაზე ჩვენ ინიცირება გავუკეთეთ ერთ-ერთ რეფომას, რომლის მიხდვითაც 2013 წლის 1-ელ იანვრამდე ის საგადასახო დავალიანება, რომელიც დაერიცხა 30 ათასზე მეტ კომპანიას და ამის გამო იძულებული იქნა შეეჩერებინა საქმიანობა, მათ ჩამოეწერებათ სრულად. მინდა შეგახსენოთ, რომ ამ დავალიანების უმეტესობა წარმოიქმნა 2011-2012 წლებში, როდესაც კომპანიებს არაობიექტურად და სხვადასხვა ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენებით დაარიცხეს აღნიშნული დავალიანება, რამაც გამოიწვია საქართველოში ეკონომიკური საქმინობის კიდევ უფრო შემცირება“- განაცხადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031