13-07-2018
„რა თქმა უნდა, ქართული ოცნების“ გუნდში მიმდინარეობს კონსულტაციები საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. საზოგადოებაში ასევე ძალიან აქტიურად განიხილებოდა და არის სურვილი, საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთოს ბიძინა ივანიშვილი“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პარტიის თავჯდომარის გარდა, მმართველ გუნდში სხვა ძლიერი კანდიდატებიც არიან.
„ჩვენს გუნდში ასევე სხვა ძლიერი კანდიდატები არიან. მე დავასახელებდი დავით სერგეენკოს, სოზარ სუბარს, მაია ცქიტიშვილს, რომლებსაც შეუძლიათ საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვა და არჩევნებში გამარჯვება. უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც კონსულტაციები დასრულდება“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, არჩილ თალაკვაძის თქმით, ის დიდი პატივისცემით სარგებლობს და ერთერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატი იქნება.
„მინდა გულწრფელად ვთქვა, რომ ის დიდი პატივისცემით სარგებლობს პარლამენტში, საზოგადოებაში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ და თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩაერთოს საპრეზიდენტო კამპანიაში, ნამდვილად, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატი იქნება“ - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.
19-12-2024
18-12-2024