გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: სახელმწიფოს მხრიდან სასათბურე მეურნეობების მხარდაჭერა საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებასა და არასეზონური იმპორტის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლებას ემსახურება.

13-07-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტის ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან სასათბურე მეურნეობების მხარდაჭერა საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებასა და არასეზონური იმპორტის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლებას ემსახურება.

„სახელმწიფოს მხრიდან სასათბურე მეურნეობების მხარდაჭერა, ერთდროულად ემსახურება როგორც საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას, ასევე არასეზონური იმპორტის ჩანაცვლებას ადგილობრივი პროდუქციით. 

ამ მიმართულებით აღსანიშნავია მიმდინარე სახელმწიფო პროექტი „იმერეთის აგროზონა“, რომელიც მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოს ტრადიციული საექსპორტო დარგის, კერძოდ სასათბურე სექტორის (მწვანილის და სასათბურე ბოსტნეულის) საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების სტიმულირებას და შედეგად საექსპორტო შემოსავლების ზრდას. რის შედეგადაც: 2-3 წლის განმავლობაში წარმოება ჯამურად იმერეთის რეგიონში გაორმაგდება; გაიზრდება ყოველწლიური საექსპორტო შემოსავალი“- განაცხადა დავითაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031