გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვლადიმერ ბოჟაძე ალიევის ვიზიტზე: ორ მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფის შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება აუცილებელია კავკასიის რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად

24-10-2022

მსოფლიოში არსებული უმწვავესი პრობლემების და რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე საქართველოში დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა. ილჰამ ალიევი ბოლოს 2015 წელს გვსტუმრობდა, ირაკლი ღარიბაშვილთან მისი საქმიანი და მეგობრული ურთიერთობები უკვე მრავალი წელი გრძელდება, ამ ურთიერთობის და ნდობის დამსახურება გახლდათ 2021 წლის ივნისში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება, რასაც სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლება და დანაღმული ტერიტორიების რუკების აზერბაიჯანისთვის გადაცემა მოყვა - წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

 

როგორც ბოჟაძე წერს, ყველა საკითხი სწორედ ორივე ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს, ამის წინაპირობას ილჰამ ალიევის და ირაკლი ღარიბაშვილის მრავალწლიანი და ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა იძლევა.

 

„მსოფლიოში არსებული უმწვავესი პრობლემების და რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე საქართველოში დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა. ილჰამ ალიევი ბოლოს 2015 წელს გვსტუმრობდა, ირაკლი ღარიბაშვილთან მისი საქმიანი და მეგობრული ურთიერთობები უკვე მრავალი წელი გრძელდება, ამ ურთიერთობის და ნდობის დამსახურება გახლდათ 2021 წლის ივნისში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება, რასაც სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლება და დანაღმული ტერიტორიების რუკების აზერბაიჯანისთვის გადაცემა მოყვა.

 

დღევანდელი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია რადგან ორ მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფის შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება და განმტკიცება აუცილებელია კავკასიის რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ყველა საკითხი სწორედ ორივე ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს, ამის წინაპირობას ილჰამ ალიევის და ირაკლი ღარიბაშვილის მრავალწლიანი და ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა იძლევა“ - წერს ბოჟაძე facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930