13-07-2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის განცხადებთ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროება, რომელიც საქართველოში ფერმერებს გააჩნიათ სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ხელმისაწვდომობას უკავშირდება.
„შეღავათიან აგროკრედიტის პროექტში“ შეტანილი ცვლილებების შედეგად, შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისთვის კომპონენტს დაემატა ორი ახალი ქვეკომპონენტი: შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის და შეღავათიანი აგროლიზინგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის.
„პროექტია ახალი კომპონენტი, პრაქტიკულად, ფარავს მოთხოვნას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი პოლიტიკა ითვალისწინებს კერძო სექტორის შესაძლებლობების გაზრდას, ფერმერებისთვის ხელშეწყობას, რომ კონკურენტუნარიანები იყვნენ, რაშიც მათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკაზე გამარტივებული წვდომა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
19-12-2024
18-12-2024