26-10-2022
გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ თავდაცვის მინისტრმა ჯარის პოპულარიზაციის, წვევამდელებისა და რეზერვის სისტემასა და უწყების პრიორიტეტებზე საუბრისას, პატრიოტიზმის ცნებასა და პატრიოტულ სულისკვეთებასთან დასმულ კითხვებსაც უპასუხა.
თავდაცვის მინისტრის შეფასებით, თანამედროვე, გლობალიზაციისა და მატერიალიზმით აღსავსე სამყაროში, პატრიოტიზმის აღქმა და შეფასებაც განსხვავებულია.
„იდეალიზმი, სამწუხაროდ, უკანა ფონზე გადადის, ამაში ტექნოლოგიებიც გარკვეულ როლს ასრულებს, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ კარგად გავიაზროთ პატრიოტიზმის ცნება, კულტურა. როდესაც გავიაზრებთ, შევიყვარებთ კიდეც. შესაბამისად, მთელი საზოგადოება უნდა იყოს ჩართული, რომ ჩვენ მივიღოთ თაობა, რომელიც იქნება პატრიოტული გრძნობებით აღჭურვილი. ეს გლობალური თემაა, რაშიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და განმარტა რომ ამ პროცესში ავტორიტეტული ინსტიტუციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, ამიტომ მათი დისკრედიტაცია მთლიანად პროცესს აზიანებს. მსგავსი ინსტიტუციების პატივისცემა, ავტორიტეტული ინსტიტუციების შექმნა მომავალ თაობასა და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე დადებით გავლენას მოახდენს.
16-11-2024
16-11-2024