გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის მეცნიერებმა, სურსათში სუდანის ჯგუფის საღებავების კვლევის სტატისტიკურად სარწმუნო გეგმა შეიმუშავეს

26-10-2022

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის მეცნიერებმა, RASFF-ის (Rapid Alert System for Food and Feed) სწრაფი განგაშის სისტემის და 2009-2021 წლების სახელმწიფო მონიტორინგის საფუძველზე, შეიმუშავეს სურსათში სუდანის ჯგუფის საღებავების კვლევის სტატისტიკურად სარწმუნო გეგმა, რომელიც მაღალი ალბათობით გამოავლენს საქართველოში სურსათში სუდანის ჯგუფის საღებავების კანონსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტებს.

 

აღნიშნული გეგმა ეფუძნება შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპს. სწორედ აღნიშნული გეგმის პილოტური სქემით განახორციელა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს 60 ნიმუშის კვლევა, სადაც ორი დარღვევა გამოვლინდა.


აღსანიშნავია, რომ 2005 წელს, ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანომ (EFSA) გამოაქვეყნა მოსაზრება „ევროკავშირში საკვებში არალეგალურად გამოყენებული საღებავების ტოქსიკოლოგიის შესახებ“, რომლის თანახმადაც, სუდანის ჯგუფის საღებავები: სუდან I,II,III,IV , აგრეთვე სუდანი ნარინჯისფერი (G), სუდანი წითელი (B, 7B, G) და სუდანი შავი (B) არასაკვები დანიშნულებისაა და მათი მაღალი მუტაგენურობის, ტოქსიურობისა და კანცეროგენურობის გათვალისწინებით ისინი სურსათის წარმოებაში დაშვებული არ არის. 


მომხმარებელთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვის მიზნით, რისკის შემფასებელ მეცნიერთა მიერ რეკომენდებულია გაგრძელდეს სურსათში სუდანის ჯგუფის საღებავების მონიტორინგი და რისკის მართვის დროებითი ღონისძიებები. სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნული მიმართულებით ბაზრის მონიტორინგს რეგულარულად ახორციელებს. კვლევის შედეგების  და რისკის დონის  გათვალისწინებით,  2019 წლიდან მოქმედებს სპეციალური მოთხოვნები  წითელი წიწაკის იმპორტისას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930