გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა კობალაძემ თურქეთის სამხედრო ატაშესთან შეხვედრა გამართა

27-10-2022

მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ბურაქ ალთინერს უმასპინძლა.


შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, კობა კობალაძემ, სტუმარს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სტრუქტურა, ადმინისტრაციული მოწყობა, სტრატეგიული გეგმები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მან ვრცლად ისაუბრა სოციალურ და ჯანდაცვის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე, რომლებსაც სამსახური, სხვადსხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ბენეფიციართა სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის პირობების გასაუმჯობესებლად ახორციელებს.


საუბარი შეეხო იმ გამოწვევებსაც, რომლებიც უწყების, სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუციებისა და კერძო სექტორის თანადგომის მიუხედევად, სამსახურის წინაშე ჯერ კიდევ დგას და რომელთა დასაძლევადაც, სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.


მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. ბურაქ ალთინერმა, კობა კობალაძეს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ის მიესალმება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივას, ქართველ და თურქ ვეტერანებს შორის მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობისა, რაშიც, მასპინძლებს თანადგომა აღუქთვა.


შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილე მირონ ჩიგოგიძე, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯანაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930