28-10-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰადასესტერმეიცადს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა ისრაელის მთავრობას მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოების ისტორიული ურთიერთობის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე, მინისტრმა სოფლის მეურნეობის სფეროში თანამედროვე ცოდნის გამოყენების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის MASHAV მიერ საქართველოში განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ოთარ შამუგიამ ისრაელის ელჩს „იმერეთის აგრო ზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაციადა აღნიშნული მიმართულებითსამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ბიზნესსექტორის წარმომადგენლების დაინტერესების და ჩართულობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც ჰადასესტერმეიცადმა აღნიშნა, საქართველო-ისრაელის თანამშრომლობა ისტორიულია, რაც ურთიერთსასარგებლო მიმდინარე და ახალი პროექტების განხორციელებით მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და საქართველოში MASHAV-ის პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჟღენტი ესწრებოდნენ.
16-11-2024
16-11-2024