გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსთავში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

29-10-2022

საქართველოს პროკურატურამ რუსთავში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2022 წლის 27 ოქტომბერს, რუსთავში, სამარშრუტო - სამგზავრო ავტობუსის მძღოლმა  ისე დაძრა სატრანსპორტო საშუალება, რომ არ დარწმუნდა მანევრის უსაფრთხოდ განხორციელებაში და მცირეწლოვანს შეეჯახა, მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად 3 წლის ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.


სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.


სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728