გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ „მესაქონლეობის ექსპო/CattleExpo2022’’ მიიღო მონაწილეობა

29-10-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ „მესაქონლეობის ექსპო/CattleExpo2022’’ მიიღო მონაწილეობა.

 

გამოფენის ფარგლებში, სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლებმა ყველადაინტერესებულ პირს ლაბორატორიის საქმიანობა, ვეტერინარიის მიმართულებითდანერგილი კვლევები და დიაგნოსტიკის მეთოდები გააცნეს.

 

მეცხოველეობის დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს კვალიფიციური კვლევების ჩატარებას.

 

ღონისძიებას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წელს, გამოფენის ფარგლებში მოეწყო მაღალპროდუქტიული და ადგილობრივი სელექციური მსხვილფეხა პირუტყვის გამოფენა-შეჯიბრი, სადაც გამარჯვებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დმანისის სასელექციო სადგურში გამოყვანილი კავკასიური წაბლა და მეგრული წითელი გახდნენ.

 

აღსანიშნავია, რომ გამოფენის „მესაქონლეობის ექსპო/CattleExpo2022’’ პარტნიორია ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი „ინვესტირება უვნებელ დახარისხიან მესაქონლეობაში", რომელსაც ახორციელებს Land O'Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930