გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისი საზღვარგარეთ დასაქმებულ ადამიანებს მათზე მორგებულ მომსახურებას სთავაზობს

31-10-2022

თიბისი საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გამარტივებაზე ზრუნავს და სესხებზე, ანაბრებსა და სხვა საბანკო პროდუქტებზე მოქნილ პირობებს სთავაზობს.

 

სწორედ ასეთი სიახლეა თიბისის სწრაფი სამომხმარებლო სესხი საზღვარგარეთ დასაქმებული ადამიანებისთვის. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ყოველდღიური და გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად დაიმტკიცონ სესხი ვებგვერდზე - tbccredit.ge/onlineloan.

 

სესხზე განაცხადის შევსება შეუძლია თიბისის მომხმარებელს, რომელსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში განხორციელებული აქვს მინიმუმ 5 გზავნილი საქართველოში. სესხის ლიმიტი განისაზღვრება 100-დან 3000 ლარამდე.

 

„საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა თიბისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პროდუქტებისა თუ სერვისების გაუმჯობესებაზე, რომელიც  მომხმარებლებს გაუმარტივებს ყოველდღიურობას" - გვიზიარებენ თიბისის გუნდის წევრები. 

 

 

დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930