გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვლადიმერ ბოჟაძე: სააკაშვილის რეპრესიული რეჟიმის შემოქმედის აკაკი ბობოხიძის ეს განცხადება ადასტურებს იმას, რაც ყველამ ვიცოდით; სწორედ ამ სიმართლისთვის იბრძოდა ქართველი ხალხი და რომ არა ბიძინა ივანიშვილი, დღესაც ეს სისხლისმსმელები იქნებოდნენ ხელისუფლებ

1-11-2022

საზოგადოება მაშინაც და ახლაც ყველაზე კარგად ხედავს რეალობას, ერთმანეთისგან არჩევს დემოკრატიას და ავტორიტარიზმს, თავისუფლებას და მონობას, სამშობლოს სიყვარულს და მის სიძულვილს, სწორედ ამიტომაც ვერასდროს დაბრუნდებიან არჩევნების გზით ხელისუფლებაში ომის და ღალატის პარტია ,,ნაციონალური მოძრაობა"- ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე "ევროპული საქართველოს" წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებას.

 

ბოჟაძის თქმით, შიდა და გარე მტრების მცდელობების მიუხედავად საქართველოში იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება!

 

„2004-2012 წლებში საქართველოში იყო ავტოკრატიული მმართველობა, ,,ნაციონალური მოძრაობა" იყო ავტოკრატიული რეჟიმი და მიხეილ სააკაშვილი იყო ავტოკრატი პრეზიდენტი, დაუნდობლად უსწორდებოდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს, განსხვავებულ აზრს და მედიას, ატერორებდნენ და აკულაკებდნენ ბიზნესს, ებრძოდნენ ყველაფერს ქართულს: ტრადიციებს, ღირებულებებს, დედა ეკლესიას, უწმინდესს. ამაზე მაშინ მუდმივად საუბრობდა ოპოზიცია, თუმცა მიხეილ სააკაშვილი თავს ,,დემოკრატიის შუქურად" მიიჩნევდა, 2012 წლის შემდეგ არასდროს მოგვისმენია აღიარება, სინანული, ბოდიში, პირიქით ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ოცნებობენ, ყველანაირი მეთოდებით იბრძვიან ძალაუფლებისთვის, იმისთვის რომ ასჯერ უფრო მეტი უბედურება მოუტანონ ამ ქვეყანას ვიდრე ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეძლეს. სააკაშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლის, იდეოლოგის, რეპრესიული რეჟიმის შემოქმედის აკაკი ბობოხიძის ეს განცხადება ადასტურებს იმ სიმართლეს რაც ყველამ ვიცოდით, სწორედ ამ სიმართლისთვის იბრძოდა ქართველი ხალხი და რომ არა ბიძინა ივანიშვილი დღესაც ეს სისხლისმსმელები იქნებოდნენ ხელისუფლებაში. საზოგადოება მაშინაც და ახლაც ყველაზე კარგად ხედავს რეალობას, ერთმანეთისგან არჩევს სიმართლეს და ტყუილს, დემოკრატიას და ავტორიტარიზმს, თავისუფლებას და მონობას, სამშობლოს სიყვარულს და მის სიძულვილს, სწორედ ამიტომაც ვერასდროს დაბრუნდებიან არჩევნების გზით ხელისუფლებაში ომის და ღალატის პარტია ,,ნაციონალური მოძრაობა" და მისი განაყოფები, სწორედ ამიტომ უნდათ ომი, ქაოსი, დესტაბილიზაცია, არეულობა და რევოლუცია, თუმცა ამას არ დაუშვებს არც ხალხი და არც ,,ქართული ოცნება“, შიდა და გარე მტრების მცდელობების მიუხედავად საქართველოში იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება!“- წერს ბოჟაძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930