გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოსო არჩვაძე სსფ- ის პროგნოზზე: ეს მაჩვენებელი თითქმის 4.4-ჯერ აღემატება 2013-2022 წლებში მოსახლეობის ერთ სულზე ეკონომიკის საშუალო წლიურ მატებას

1-11-2022

ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკის სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა განაპირობებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და სარეიტინგო სააგენტოების მიერ საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებლების გადასინჯვას საგრძნობი ზრდის მიმართულებით. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლესი პროგნოზით, მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოში წარმოებული ეროვნული პროდუქტი 2027 წლისთვის გადააჭარბებს 10- ათასიან, ხოლო 2030 წლისთვის - 15 ათასიან მიჯნას (აშშ დოლარებში) - ასე ეხმიანება ეკონომისტი სოსო არჩვაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე.

 

როგორც არჩვაძე წერს, აღნიშნული საშუალო წლიური მატება თითქმის 4.4-ჯერ აღემატება 2013-2022 წლებში მოსახლეობის ერთ სულზე ეკონომიკის საშუალო წლიურ მატებას.

 

„ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკის სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა განაპირობებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და სარეიტინგო სააგენტოების მიერ საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებლების გადასინჯვას საგრძნობი ზრდის მიმართულებით.

 

კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლესი პროგნოზით, მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოში წარმოებული ეროვნული პროდუქტი 2027 წლისთვის გადააჭარბებს 10- ათასიან, ხოლო 2030 წლისთვის - 15 ათასიან მიჯნას (აშშ დოლარებში). ფაქტობრივად, აღნიშნული პროგნოზით, საქართველოს მოსახლეობის ერთ სულზე 2023-2027 წლებში ეკონომიკა ყ ო ვ ე ლ წ ლ ი უ რ ა დ გაიზრდება საშუალოდ 502 აშშ დოლარით, ხოლო 2028-2030 წლებში საშუალოდ - კიდევ 892 აშშ დოლარით, ანუ 2023-2030 წლებში საშუალოდ ყოველწლიურად - 1029 აშშ დოლარით. აღნიშნული საშუალო წლიური მატება თითქმის 4.4-ჯერ აღემატება 2013-2022 წლებში მოსახლეობის ერთ სულზე ეკონომიკის საშუალო წლიურ მატებას.

 

ეკონომიკის ზრდის ტემპებით საქართველო სამართლიანად იკავებს მოწინავე პოზიციას არა თუ რეგიონული, არამედ გლობალური მასშტაბითაც. ეს კი ობიექტურად განაპირობებს იმას, რომ ჩვენმა ქვეყანამ საშუალოვადიან პერიოდში გადაინაცვლოს საშუალოდან შედარებით მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში.“ - წერს არჩვაძე facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930