გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიმდინარე მონაცემებით, 71 112 ფიზიკურმა პირმა უკვე წარადგინა 2022 წლისქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია

1-11-2022

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე მონაცემებით, 2022 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია 71 112 ფიზიკურმა პირმა უკვე წარადგინა.


ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს და მოქალაქეებს შეახსენებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა 1-ელ ნოემბერს, ღამის 12:00 საათზე იწურება.


„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გამოიყენოთ დისტანციური წვდომის შესაძლებლობა და დროულად წარადგინოთ 2022 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია.


ფიზიკურ პირთა მიერ ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ასევე, ვიდეო ინსტრუქცია და გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:


ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2022 წლის დეკლარაციის წარდგენა: https://www.youtube.com/watch?v=QQ14W8s2rjw&t=4s
ქონების გადასახადის დეკლარაციის შევსება: https://www.youtube.com/watch?v=YjUGpZnSPYE


ვებგვერდის მეშვეობით ფიზიკური პირებისთვის საკუთარი შემოსავლებისა და ქონების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://rs.ge/PersonsTaxes?cat=2&tab=1


კითხვა-პასუხი: https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930