გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: თვალსაჩინო ანალოგია საქართველოსთან, სადაც მსგავსი პარტიები ეწინააღმდეგებიან დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, დასავლელი პოლიტიკოსების შეფასებებს და ერთი-ერთში მოქმედებენ თავის პრორუს უკრაინელ მეკავშირეებთან ერთად

3-11-2022

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც უკრაინის მიერ მიღებული დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ საუბრისას განაცხადა. როგორც ქართველიშვილმა აღნიშნა, არც ერთ საერთაშორისო საკანონმდებლო "აუდიტს", ვენეციის კომისიისა და ევროპარლამენტის ჩათვლით, მის შინაარსთან მიმართებაში არანაირი პრეტენზია თუ შენიშვნა არ ჰქონია.

 

მისივე თქმით, ვინც არ დაუჭირა უკრაინის რადაში მხარი ამ კანონს: ესენია სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, ოლიგარქი პოროშენკოს პარტია, პრორუსი დაპატიმრებული ოლიგარქ მედვედჩუკის პარტია "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის" და კიდევ ერთი პრორუსული პარტია "ბატკივშჩინა".

 

„როდესაც გასული წლის სექტემბრის ბოლოს, დაჩქარებული წესით, უკრაინაში მიიღეს ევროპისთვის "პრეცედენტური" კანონი "დეოლიგარქიზაციის" შესახებ - არც ერთ საერთაშორისო საკანონმდებლო "აუდიტს", ვენეციის კომისიისა და ევროპარლამენტის ჩათვლით, მის შინაარსთან მიმართებაში არანაირი პრეტენზია თუ შენიშვნა არ ჰქონია. აშშ-ს საელჩომ უკრაინაში მას "თამამი და მტკიცე" უწოდა, დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ქ-ნმა მელინდა სომონსმა აღნიშნა, რომ "კანონის მიღებამ შეიძლება შეამციროს კერძო ინტერესების დამაზიანებელი ზეგავლენა უკრაინის პოლიტიკასა და ეკონომიკაზე".

 

ამ საერთაშორისო დისკუსიებს აღნიშნული კანონის მიმართ, წელს ივნისში წერტილი დაუსვა ქ-ნმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა: "უკრაინამ მიიღო გაბედული დეოლიგარქიზაციის კანონი. ფაქტიურად, უკრაინა არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ეს გააკეთა. კარგია. ახლა საქმე ეხება კანონის განხორციელებას, ჩვენ გვინდა, ვიხილოთ პრაქტიკაში მისი შესრულების შედეგები". აღსანიშნავია, ვინ არ დაუჭირა თავის დროზე უკრაინის რადაში მხარი ამ კანონს: ესენია სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, ოლიგარქი პოროშენკოს პარტია "ევროპული სოლიდარობა", პრორუსი დაპატიმრებული ოლიგარქ მედვედჩუკის (ამჟამად რუსეთში გადაცემული) პარტია "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის" და კიდევ ერთი პრორუსული პარტია "ბატკივშჩინა".

 

ძალიან თვალსაჩინო ანალოგია და შედარებაა საქართველოსთან, სადაც მსგავსი შინაარსობრივი ტიპის პარტიები ეწინააღმდეგებიან აღნიშნული კანონის, დასავლელი პოლიტიკოსების შეფასებებს და ერთი-ერთში მოქმედებენ თავის პრორუს უკრაინელ სიტუაციურ მეკავშირეებთან ერთად“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930