გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკოსთა გავლენიანი საერთაშორისო ფორუმის ADIPEC - ის მონაწილეებს საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე ტენდენციები გააცნო

3-11-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე პროცესებზე, ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და ქვეყნის ენერგეტიკულ პოტენციალზე ისაუბრა ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლების ყველაზე გავლენიან საერთაშორისო ფორუმზე ADIPEC - ზე, რომელიც ყოველი წლის ნოემბერში აბუ - დაბის ეროვნული სანავთობო კომპანია ADNOC - ის მხარდაჭერით ტარდება. წელს აბუ-დაბიში რეკორდულად დიდი ოდენობით მონაწილე ჩავიდა, რათა განეხილათ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე შექმნილი რთული ენერგეტიკული გამოწვევები.


მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო პანელზე, რომელიც ევროპაში კასპიის ენერგეტიკული რესურსების ტრანსპორტირების გზებისა და შესაძლებლობების განხილვას მიეძღვნა. მან ყურადღება გაამახვილა დღეს მოქმედ გადამცემ ინფრასტრუქტურაზე, რომლითაც კასპიის რეგიონში მოპოვებული ნახშირწყალბადები მიეწოდება ევროკავშირის ბაზარს. მისი თქმით, საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარება დაკავშირებულია განახლებადი ენერგიის წყაროების მეტ ათვისებასთან, ელექტროენერგიის გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სამხრეთ კავკასიაში მიღებული ენერგიის ევროპაში ტრანსპორტირებასთან. ამ მიზნით, რომეო მიქაუტაძის ინფორმაციით, საქართველო, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, აქტიურად მუშაობს ელექტროგადამცემი ხაზის შავი ზღვის ფსკერზე გაყვანის პროექტზე, რომლითაც სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სისტემა ევროკავშირის ქსელის ნაწილი გახდება.


რომეო მიქაუტაძის განცხადებით, შავი ზღვის ენერგეტიკული კაბელის პროექტის განხორციელება გაზრდის საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ხელს შეუწყობს რეგიონში განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებას და შექმნის დენის ტრანზიტის შესაძლებლობას რეგიონებს შორის. მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერის ახალ სქემაზე, რომელსაც ქვეყნის მთავრობა დარგში არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით ახორციელებს.


მინისტრის მოადგილემ ასევე პასუხი გასცა პანელის მონაწილეების შეკითხვებს.   

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930