გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრას დაესწრო

4-11-2022

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სასულიერო პირებთან საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და კავშირის „21-ე საუკუნე“ მიერ ორგანიზებული შეხვედრა მიზნად ისახავდა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით ეკლესიის ჩართულობასა და ინფორმაციის გაცვლას.
გრიგოლ გიორგაძემ ისაუბრა საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის თანამშრომლობაზე ნატოსთან სამხედრო კუთხით და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებული იმპლემენტაციის პროცესზე.
 
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობაზე, ასევე ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) როლსა და შესაძლებლობებზე. გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, რომ საქართველო ზედმიწევნით ასრულებს ალიანსის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, რაც დადებითად ფასდება ნატოსა და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების მიერ.
 
თელავში გამართულ ღონისძიებას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდერ ვანიკოვი, მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930