4-11-2022
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად დეგნანმა აღნიშნა, რომ ყველაფერი, რასაც თუნდაც პოლიტიკური დევნის სახე აქვს, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს.
როგორც ხაინდრავა აღნიშნავს, კელი დეგნანი მართლმსაჯულების სისტემაში უხეშად ერევა და თუკი ამას არ შეწყვეტს, საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის რისკები კიდევ უფრო გაიზრდება.
„გეთანხმებით - ყველაფერი რასაც პოლიტიზირების ან პოლიტიკური დევნის სახე აქვს, რისკის ქვეშ აყენებს „ევროატლანტიკურ მომავალს“. თუ არ შეწყვეტთ თქვენთვის არასასურველი ხელისუფლებების დევნას და მართლმსაჯულების სისტემაში უხეშ ჩარევას, ეს რისკები მხოლოდ გაიზრდება“, - წერს გოგა ხაინდრავა ტვიტერზე..
16-11-2024
16-11-2024