გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

5-11-2022

ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი მოადგილე - ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სოფ. ფარახეთში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო დასრულებული გზის რეაბილიტაციის მდგომარეობას.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფ. ფარახეთის საავტომობილო გზის დაახლოებით 1 კმ სიგრძის მონაკვეთს, დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხების და მიწისქვეშა გადამღვრელების გათვალისწინებით.
სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შპს "ამბროლაურის ავტოგზა N10"-მ შეასრულა.
აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ 200 000 ლარი შეადგინა (90% სახელმწიფო - 10% ადგილობრივი ბიუჯეტი).
პროექტი მრავალწლიანია და სოფ. ფარახეთის მიმართულებით საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წელს გაგრძელდება.
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი სისტემატურად განხორციელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930