6-11-2022
ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამაშინატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამაშიჩართულმა (OCC E&F) პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ასეულმა მორიგი შეფასება წარმატებით გაიარა. მეორე დონის შეფასების (NEL-2) წვრთნებისაბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და ნატოს რეაგირების ძალებისთვის მზადყოფნისდადასტურებას ისახავდა მიზნად.
წვრთნების დასკვნითი ფაზა ვაზიანის სასროლეთზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა,რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალიირაკლი ჭიჭინაძე დაესწრო. სწავლებაზე დასასწრებად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდანატოს სახმელეთო სარდლობის J-3 ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი, ბრიგადისგენერალი ზოლთან ნემეთი. ასეულმა ობიექტზე წინასწარ მომზადებული შეტევაგანახორციელა. სწავლებაში ჩართული იყო საბრძოლო მანქანა „დიდგორი“. ქვედანაყოფმადაჭრილებისა და დაშავებულების ევაკუაცია ვერტმფრენის დახმარებითა და სამედიცინოსაევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკის“ გამოყენებით განახორციელა.ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმადამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისმოქმედებები დადებითად შეაფასა. მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის ძალებისგენერალურ შტაბში საბრძოლო მზადყოფნის დოკუმენტი გაფორმდა.
ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამასსაქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა დასაბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოხელმძღვანელობს.
მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულმა ნატოს მე-2 დონის (NEL-2) შეფასება პირველად 2019 წელსდაასრულა და ნატოს ძალებთან თავსებადობის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღო.
16-11-2024
16-11-2024