6-11-2022
ბატონი ვაშაძე იმ გუნდთან ერთიანდება, რომლის მსოფლმხედველობა მდგომარეობს საბოტაჟში, საყოველთაო დაუმორჩილებლობაში და ანარქიის ქადაგებაში. პროევროპულობაზე თავის დამდები პოლიტიკოსები უერთდებიან მაგალითად „დროას“, რომლის ლიდერიც ჯერ კიდევ იმ მდგომარეობაში იმყოფება, როდესაც საზოგადოებისთვის არაფერი ინფორმაცია არ მიუწოდებია, თუ რატომ და როგორ არის დაკავშირებული მისი ოჯახი რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტთან - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ეს ოპოზიციონერები საკუთარ თავზე დიდი შეხედულების არიან და თვლიან, რომ ტექტონიკური ძვრების მოხდენა შეუძლიათ, სინამდვილეში მათ ამის რესურსი და პოტენციალი უბრალოდ არ გააჩნიათ, ეს არის წმინდა მერკანტილური მოტივებით გაერთიანება და რაიმე მსოფლმხედველობრივი და იდეური ერთიანობა საფუძვლად არ შეიძლება ჰქონდეს.
„ბატონი ვაშაძე ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, თითქოსდა როგორი პროევროპული და კონსტრუქციულია და როგორ ცდილობს, ქვეყანას ხელი შეუწყოს 12 რეკომენდაციის შესრულებაში. ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც საუბრობენ ძალიან აქტიურად პოლარიზაციის გაღრმავებაზე და პროცესების რადიკალიზაციაზე, ეს რამდენად თავსებადია 12 პუნქტის შესრულებასთან, შეფასება თქვენთვის მომინდვია და მეორე - რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, ბატონი ვაშაძე იმ გუნდთან ერთიანდება, რომელი გუნდის მსოფლმხედველობა მდგომარეობს საბოტაჟში, საყოველთაო დაუმორჩილებლობაში და ანარქიის ქადაგებაში.
ამ ფონზეც გასაგებია, რომ ეს არის წმინდა მერკანტილური მოტივებით გაერთიანება და არამც და არამც ამას რაიმე მსოფლმხედველობრივი და იდეური ერთიანობა საფუძვლად არ შეიძლება ჰქონდეს. არანაკლებად საყურადღებოა, რომ პროევროპულობაზე თავის დამდები პოლიტიკოსები უერთდებიან მაგალითად „დროა“- ს, რომლის ლიდერიც ჯერ კიდევ იმ მდგომარეობაში იმყოფება, როდესაც საზიგადოებისთვის არაფერი ინფორმაცია არ მიუწოდებია, თუ რატომ და როგორ არის დაკავშირებული მისი ოჯახი რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტთან.
ეს ყველაფერი არათუ კითხვებს ბადებს, არამედ განაპირობებს დიდ უკმაყოფილებას საზოგადოების მხრიდან, უნდობლობას ასეთი პოლიტიკური ძალების მიმართ, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება ოპოზიციურ პოტენციალზე არჩევნებისთვის, შემდეგ წააგებენ არჩევნებს, უკვირთ და ამას სხვას აბრალებენ. სინამდვილეში წაგების მიზეზი სწორედ ასეთი გაუთვლელი და უსწორო, ალოგიკური გადაწყვეტილებებია, რომლისადმი სანდოობაც მოსახლეობაში პრაქტიკულად ნულოვანია“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
16-11-2024
16-11-2024