გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების კონკურსანტებს სილიკონ ველიდან მოწვეული ტრენერები მოამზადებენ

7-11-2022

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2022 წლის 17 აგვისტოს მეცხრედ გამოაცხადა. 2022 წელს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მოცულობა 100 000-დან 150 000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო აღნიშნული პროგრამის რვა რაუნდის ფარგლებში ჯამურად 155 სტარტაპი დაფინანსდა. პროგამის მე-9 რაუნდში სულ შემოვიდა 207 განაცხადი, რომელთაგან ფინალურ ეტაპზე 51 სტარტაპი გადავიდა.


დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის, საინვესტიციო კომისიის წინაშე წარსადგენად სპეციალურად ამ პროგრამისთვის, სილიკონ ველიდან მოწვეული ტრენერები მოამზადებენ: 

  • Christopher Burry - მეწარმე, ტექნოლოგიების ლიდერი, ინვესტორი და სპიკერი, აშშ-ს ბაზრის წვდომის ცენტრის (US Market Access CenterUSMAC) აღმასრულებელი დირექტორი, არისაქტიური ენჯელ ინვესტორი, 2005 წლიდან - მეწარმეების ტრენერი და მენტორი. მისი გამოცდილება მოიცავს სამეწარმეო არქიტექტურას, პროგრამულ უზრუნველყოფას, ინფრასტრუქტურულ ტექნოლოგიებს, საოპერაციო სისტემებს, მეთოდოლოგიებსა და IT სფეროს. ქრისტოფერ ბერის დაფუძნებული აქვს მრავალი კომპანია პროგრამირებისა და სერვისების სფეროში. 
  • Gail Christine Gannon- Wave Edge Capital-ის მმართველი დირექტორი და Ensanté LLC-ს დამფუძნებელი. აქვს მენტორინგისა და დამწყები მეწარმეების მენტორობის 15-წლიანი გამოცდილება; ეხმარება კომპანიებს, აქციონ განსაკუთრებული იდეა რეალობად, სწორად განსაზღვრონ სამიზნე ბაზარი, მოიპოვონ გრანტები და დაარწმუნონ ინვესტორები. გეილ ქრისტინ გენონი ფლობს ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს - H. Chan School of Public Health; რეგულარულად მონაწილეობს ბიოტექნოლოგიებისა და ციფრული ჯანდაცვის სფეროში გამართულ საერთაშორისო კონფერენციებსა და საინვესტიციო ფორუმებში. 
  • Gideon Marks – DogLog - ის თანადამფუძნებელი, რომელიც უმარტივებს შინაური ცხოველების პატრონებს მათზე ზრუნვასა და მოვლას. გარდა ამისა არის ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელი ბიზნესის, ფინანსებისა და კორპორატიული განვითარების გამოცდილებით. განხორციელებული აქვს მრავალი წარმატებული ინვესტიცია სტარტაპ კომპანიებში. 

·         Ben Connors –სტრატეგიული დირექტორი Acenda- ში და Harvard Angels - ის წევრი. აქვს მუშაობის გამოცდილება გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიებში გaყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით, არის ბიზნესის განვითარების კონსულტანტი, აქვს 10+ წელი სტარტაპების მენტორობის გამოცდილება. 

  • LouAnn Conner- დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი SagaciousThink - ში, სტარტაპის სტრატეგიული მრჩეველი/მენტორი. გლობალური ოპერაციების აღმასრულებელი. ხელმძღვანელობდა გლობალურ ტექნოლოგიურ პროგრამებს აეროსფეროს და ტელეკომუნიკაციების მიმართულებით. აქვს კორპორატიული მართვის გამოცდილება სხვადასხვა დიდ კომპანიაში.

 

გამარჯვებულები 2022 წლის 4 დეკემბერს გამოვლინდებიან - სტარტაპები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა, გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გატანა.

 

პროგრამის მიზანია  საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების  შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930