გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დევიდ ლი: 2022 წლის აპრილში კარლ ჰარცელმა დამიბარა თავის ოფისში და მითხრა, რომ არ ითანამშრომლებდა ევროპის ბიზნეს ასოციაციასთან, თუ მე დავრჩებოდი აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე

8-11-2022

2022 წლის აპრილში კარლ ჰარცელმა დამიბარა თავის ოფისში და მითხრა, რომ ის არ ითანამშრომლებდა ევროპის ბიზნეს ასოციაციასთან, არ მივიდოდა ორგანიზაციის ღონისძიებებზე, თუ მე დავრჩებოდი აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე - ამის შესახებ ევროპის ბიზნეს-ასოციაციის დამფუძნებელმა და ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ლიმ „POSTV-სთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.

 

როგორც დევიდ ლიმ აღნიშნა, ევროკავშირიდან გარკვეული პირები შეშფოთებას გამოთქვამდნენ, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა.

 

მისივე თქმით, მკაცრი გაფრთხილება მიიღო, რომ თუ კიდევ გააკეთებდა პოლიტიკასთან დაკავშირებულ განცხადებებს, ისინი მის ორგანიზაციას გრანტს გააუქმებდნენ, ის კი ხედავდა „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებებს, რომელიც ქვეყანას აზიანებდა.

 

„ევროპის ბიზნეს-ასოციაცია - საქართველოს“ შექმნაზე მუშაობა კოლეგებთან ერთად 2017 წელს დავიწყეთ, ჩვენ 4 წელი ვმუშაობდით ამ პროექტზე და შეიძლება ითქვას, რომ მე ვიყავი მოხალისე, რადგან ჩემს კუთვნილ ხელფასსაც კი არ ვიღებდი, რათა თანამშრომლებისთვის ანაზღაურება გადამეხადა. საბოლოოდ ორგანიზაცია 1000 დასაქმებულამდე გავზარდეთ. პარალელურად, ევროკავშირიდან გარკვეული პირები შეშფოთებას გამოთქვამდნენ, რომ მე ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო განცხადებებს ვაკეთებდი, რადგან დღემდე ვფიქრობ, რომ ნაციონალური მოძრაობა კრიტიკას იმსახურებს იმის გამო, რასაც ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდნენ.

 

2020 წლის ოქტომბერში 150 000 ევროს ოდენობის ევროკავშირის გრანტი მოვიგეთ, რომლითაც საქართველოში ბიზნესისთვის ხელი უნდა შეგვეწყო. მალევე მითხრეს, რომ არ მოსწონდათ ჩემი პოლიტიკური განცხადებები, მე კი ვუპასუხე, რომ ამ განცხადებებს არასდროს ვაკეთებდი ბიზნეს ასოციაციის გვერდის საშუალებით და მხოლოდ ჩემს პერსონალურ გვერდს ვიყენებდი, რისი უფლებაც მქონდა. უკვე დეკემბერში მკაცრი გაფრთხილება მივიღე, რომ თუ კიდევ გავაკეთებდი პოლიტიკასთან დაკავშირებულ განცხადებებს, ისინი ჩემს ორგანიზაციას გრანტს გააუქმებდნენ, მე კი ვხედავდი ნაციონალური მოძრაობის მოქმედებებს, რომელიც ქვეყანას აზიანებდა. 2022 წლის აპრილში კარლ ჰარცელმა დამიბარა თავის ოფისში და მითხრა, რომ ის არ ითანამშრომლებდა ევროპის ბიზნეს ასოციაციასთან, არ მივიდოდა ორგანიზაციის ღონისძიებებზე, თუ მე დავრჩებოდი აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე.

 

რეალურად, თუ ევროკავშირის ელჩი არ მოვიდოდა ჩვენს ღონისძიებაზე და არ ითანამშრომლებდა ასოციაციასთან, ეს ორგანიზაციის რეპუტაციაზე კარგად არ აისახებოდა, მე კი არ მინდოდა ბიზნეს ასოციაცია განადგურებულიყო, ამიტომ გადავდექი, დავტოვე ჩემი სამსახური, დავტოვე საქართველო, თუმცა, შემდეგ პირადი მიზეზების გამო კვლავ დავბრუნდი ამ ქვეყანაში, მაგრამ ისევ წასვლაზე ვფიქრობ, რადგან აღარ მაქვს შესაძლებლობა აქ რამის კეთების, ან რამის თქმის, მუდმივად ზეწოლის ქვეშ ვარ, ეს კი არასწორია. მე მაქვს უფლება, ვაკრიტიკო არასამთავრობო ორგანიზაციაც და ოპოზიციაც, არ არსებობს კანონი, რომელიც ამას ამიკრძალავს. ეს არ არის ევროკავშირის საქმე მე, როგორც ინდივიდი, ჩემს პირად გვერდზე რას ვიტყვი და რას არა. მე დავკარგე ხელფასი, სამსახური და მივიღე დიდი სტრესი და ეს არასწორია“ - განაცხადა დევიდ ლიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930