გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: სექტორული ინტეგრაცია მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ ქვეყანა საბოლოოდ, სრულყოფილად გახდეს ევროკავშირის წევრი

10-11-2022

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ევროკომისიასთან  ეკონომიკის ყველა მიმართულებაზე საუბარი, მათ შორის კონკრეტული საკითხების განხილვა დარგობრივ ევროკომისრებთან ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით, რადგან სექტორული ინტეგრაცია, მათ შორის ინსტიტუციური წევრობა და ინსტიტუციური ინტეგრაცია მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ ქვეყანა საბოლოოდ, სრულყოფილად გახდეს  ევროკავშირის წევრი. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა  ევროკომისრებთან ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა. 


ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ევროკომისრებთან ასევე განიხილეს პროგრესი, რომლებიც საქართველოს  გააჩნია სხვადასხვა მიმართულებით ევროკავშირთან დაახლოების კუთხით. 


„იცით, რომ საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებები 60 პროცენტზე მეტით შესრულებული აქვს - ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველოს პროგრესი ევროკავშირში წევრობის მიმართულებით გაგრძელდეს და ეს აღნიშნული იქნა ევროკომისრების მიერ" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 
 
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც  მაღალი დონის შეხვედრებს მართავს ევროკომისიაში. განხილვის მთავარი თემებია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება და თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული მიმართულებები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930