გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურჯაანში, მინი ფეხბურთში, აგვისტოს ომის გმირის სახელობის ტურნირი გაიმართა

11-11-2022

მიმდინარე წლის 10 ნოემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ჩატარდა 2008 წლის რუსეთ -საქართველოს ომში დაღუპული მეომრის, ალექსი ნატროშვილის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში. ასპარეზობაში მონაწილეობას გურჯაანის მუნიციპალიტეტის 6, თელავის 1 და თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ქვეითი ბრიგადის გუნდები იღებდნენ.


ფინალური ორთაბრძოლა სოფელ კალაურისა და მეოთხე ბრიგადის ნაკრებ გუნდებს შორის გაიმართა და ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.
ტურნირის მონაწილეებსა და გამარჯვებულ გუნდს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასები, მედლები და სიგელები სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსმა, თამაზ კალატოზიშვილმა გადასცა, ტურნირის გარდამავალი თასი კი, წლევანდელ ჩემპიონს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სპორტული გაერთიანების დირექტორმა, გელა დალაქიშვილმა.


ალექსი ნატროშვილი სოფელ ვაჩნაძიანიდან იყო. იგი, თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა, ასმეთაურად. 10 ნოემბერს, მას, 44 წელი შეუსრულდებოდა. ალექსი ნატროშვილი (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
ალექსი ნატროშვილის სახელობის ტურნირი 2016 წელს დაარსდა და ყოველ წელს ტარდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930