12-11-2022
სააკაშვილმა თავისი პოზიციონირება რომ შეინარჩუნოს, ფაქტიურად მისი ოჯახის წევრი ჩალაძე გამოყავს ერთ-ერთ კონკურენტად - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ყველა აღიარებს, მათ შორის ნაცმოძრაობასთან პირდაპირ დაკავშირებული რადიკალური ფრთის წარმომადგენელი პარტიებიც, რომ „ნაცმოძრაობა“ უმწვავესი კრიზისის წინაშე დგას.
„როდესაც ეს შიდა დაპირისპირება ხდება, რეალურად მიხეილ სააკაშვილი დიდად არავის აღარ ახსოვს, მაგრამ სააკაშვილმა თავისი პოზიციონირება რომ შეინარჩუნოს, ფაქტიურად მისი ოჯახის წევრი ჩალაძე გამოყავს ერთერთ კონკურენტად. ამ კონტექსტიდან გამომდინარე ვხედავთ და ამას ყველა აღიარებს, მათ შორის ის რადიკალური ფრთის წარმომადგენელი პარტიებიც, რომლებიც ნაცმოძრაობასთან პირდაპირ და უშუალოდ დაკავშირებული არიან, რომ პარტია უმწვავესი კრიზისის წინაშე დგას.
ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ეს პროცესები აუცილებლად ამ პარტიის დაშლამდე მიიყვანს და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ეს პარტია პოლიტიკური ორბიტიდან საერთოდ გაქრება ისე, რომ ვეღარასოდეს იარსებებს“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.
16-11-2024
16-11-2024